Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგვისტოს ომის შესახებ რეზოლუციას არ დაამტკიცებს


სტრასბურგში გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც ოთხშაბათს საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე იმსჯელებს. ამასთან, ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით, დისკუსია რეზოლუციის დამტკიცების გარეშე დასრულდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ბიურომ გაითვალისწინა ქართული დელეგაციის უარყოფითი პოზიცია, რომელიც ერთ-ერთი მომხსენებლის დევიდ უილშერის მოქმედებამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ოც აპრილს უილშერი მოსკოვში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საელჩოში ედუარდ კოკოითის პირად წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს შეხვდა. პეტრე ცისკარიშვილი განმარტებით, დევიდ უილშერმა, რომელიც ცხინვალში თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან არ შეუშვეს, მოსკოვში ბორის ჩოჩიევთან შეხვედრით საქართველოს სუვერენიტეტის გარდა, ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპებიც დაარღვია. თავის მხრივ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აგვისტოს ომის შედეგების შესახებ არსებობს ორი დიამეტრალურად განსხვავებული მოხსენება, ამიტომ, ასამბლეის ბიურომ გადაწყვიტა, არცერთი მათგანი არ განიხილოს. მოხსნების ავტორები დევიდ უილშერი და მათიაშ ეორში არიან.
XS
SM
MD
LG