Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა დღეიდან მერობის ოფიციალური კანდიდატია


მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატი წარადგინა - თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა დღეიდან მერობის ოფიციალური კანდიდატია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში უგულავას კანდიდატურის რეგისტრირების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი 34 დღის განმავლობაში მოქალაქეებთან შეხვედრებს დარჩენილი პრობლემების გასაცნობად განაგრძობს, დაპირებები კი, მოკრძალებული, მაგრამ რეალისტური იქნება.

დღესვე, მმართველმა პარტიამ ცენტრალურ საარჩვენო კომისიას თბილისის საკრებულოს წევრობის 25 მაჟორიტარი კანდიდატი წარუდგინა. მათ შორის არიან თბილისის მოქმედი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი და საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი.
XS
SM
MD
LG