Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის და ინდოეთის ლიდერები ექსტრემიზმის საფრთხეზე მსჯელობენ


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დელიში მოლაპარაკება გამართეს და განაცხადეს, რომ შეეწინააღმდეგებიან ექსტრემისტულ ძალადობას, რომელიც რეგიონის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ინდოეთი აქტიურად არის ჩართული ავღანეთის რეკონსტრუქციის პროცესში - 2001 წელს თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ მან ავღანეთს დახმარების სახით მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა გამოუყო. ორი თვის წინ ქაბულში, თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმას 9 ინდოელი შეეწირა. ინდოეთის წარმომადგენლებმა თავდასხმაში პაკისტანში განთავსებული ჯგუფი, ლაშქარ-ე-თაიბა დაადანაშაულეს. თავდასხმებს დღეს სინგჰმა უწოდა „იმ პირების მიერ ჩადენილი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძლიერი, დამოუკიდებელი და პლურალისტური ავღანეთის შექმნას.“
XS
SM
MD
LG