Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში მსოფლიოს რელიგიური ლიდერების სამიტი იმართება


აზერბაიჯანის და სომხეთის რელიგიურმა ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ გამოთქვეს მოწოდება. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათოლიკოსი გარეგინ მეორე დღეს პირველად ჩავიდა აზერბაიჯანში, მსოფლიოს რელიგიური ლიდერების სამიტში მონაწილეობის მიღების მიზნით. სამიტზე გარეგინი აზერბაიჯანის შიიტმა სულიერმა ლიდერმა, შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, კირილემ მიიწვიეს. გარეგინმა, თავის მხრივ, ფაშაზადე სომხეთში დაპატიჟა. ბაქოს სამიტზე ერთმანეთს მსოფლიოს ქვეყნების ათობით რელიგიური ლიდერი ხვდება. გარეგინმა, კირილემ და ფაშაზადემ სამიტის კულუარებში შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანიც, კირილეს თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიება იყო. სამიტში მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც, მაგრამ მისი ვიზიტი არ შედგა. სააგენტო „კავკაზპრესის“ ინფორმაციით, ილია მეორე ამჟამად ჩეხეთში გადის მკურნალობის კურსს, რომლის კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელებაც მას ექიმებმა ურჩიეს. საქართველოს სამიტზე ეპისკოპოსი გერასიმე წარადგენს.
XS
SM
MD
LG