Accessibility links

რუსეთში ყირგიზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დააკავეს


რუსეთში დააკავეს და შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს ყირგიზეთის ყოფილი მინისტრი, რომელიც ახლახან, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების დროს გაუჩინარდა. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერის მოადგილე, ალმაზბეკ ატამბაევი ადასტურებს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მოლდომუსა კონგანტიევი უკვე ყირგიზეთშია და პატიმრობაში იმყოფება. 7-8 აპრილის საპროტესტო გამოსვლების დროს ვრცელდებოდა ცნობები, რომ კონგანტიევი ცემეს. მას შემდეგ ის გაუჩინარდა. რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონგანტიევი კვირას მოსკოვში დააპატიმრეს. ატამბაევი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოახერხა კონგანტიევმა მოსკოვში გაქცევა - და მადლობას უხდის რუსეთის მხარეს მისი დაპატიმრების საქმეში აღმოჩენილი დახმარებისთვის.
XS
SM
MD
LG