Accessibility links

logo-print

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ და ჭიათურის ”ჯორჯიან მანგანეზმა” მუშაობა განაახლეს


მუშების 3-დღიანი გაფიცვის შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ და ჭიათურის ”ჯორჯიან მანგანეზმა” მუშაობა განაახლეს. ეს გადაწყვეტილება მუშათა პროფკავშირებმა და საგაფიცვო კომიტეტმა მას შემდეგ მიიღეს, რაც საწარმოთა მფლობელები მოლაპარაკებას დათანხმდნენ. პროფკავშირების ცნობით, მოლაპარაკების შედეგად, სავარაუდოდ, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშები კვლავ გაიფიცებიან. ისინი საწარმოთა მფლობელებისგან სამსახურიდან დათხოვნილი რამდენიმე თანამშრომლის აღდგენას, ხელფასის გაზრდას და შრომისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG