Accessibility links

მოძრაობამ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დღეს უკანონო პატიმრებად მიჩნეული 50 ადამიანის სია გამოაქვეყნა


მოძრაობამ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დღეს ახალი, 50-წევრიანი სია გამოაქვეყნა. მოძრაობის ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, სიაში ჩამოთვლილ პირებს ოჯახები უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ და მათი საქმეები სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. უკანონოდ მიჩნეულ პატიმართა ნუსხაშია ”მუხროვანის ამბოხების” გამო გასამართლებული რამდენიმე პირიც. ომბუდსმენის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ უკანონო პატიმართა ოჯახებს გააქტიურებისა და მოძრაობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკანონო პატიმრების უფლებათა დასაცავად, 30 აპრილიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყება.
XS
SM
MD
LG