Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი ნორვეგიას სტუმრობს


რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიაში ჩავიდა. როგორც მოელიან, ვიზიტისას ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუბრუნდება თავიანთ უთანხმოებას ბარენცის ზღვაში მდებარე საზღვრის შესახებ, სადაც, გავრცელებული ვარაუდით, ნავთობისა და გაზის დიდძალი რესურსები მოიპოვება. 1970 წლის შემდეგ ჯერ ნორვეგია და საბჭოთა კავშირი, შემდეგ კი უკვე ნორვეგია და რუსეთი დავობენ ბარენცის ზღვის 176,000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ირგვლივ, რომელიც ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ზონას ესაზღვრება. ნორვეგიულ გაზეთ „აფტენპოსტენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა თქვა, „ნამდვილად შესაძლებელია“ ორმა ქვეყანამ საზღვრის დემარკაციას მიაღწიოსო. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საკითხს განიხილავენ, თუმცა შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის. სამშაბათს მედვედევი დანიაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG