Accessibility links

logo-print

ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ”იმედის” ხელმძღვანელების საუბარი არა ფაბრიკაცია, არამედ რეალობაა და ის საქართველოშია ჩაწერილი


”ალიანსმა საქართველოსთვის” გამოაქვეყნა ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა, რომლის თანახმად, ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელების გიორგი არველაძის და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ინტერნეტით გავრცელებული ჩანაწერი ავთენტიკურია. ჩანაწერი შეისწავლა ბრიტანულმა კომპანიამ GPW & CO Ltd-მ, რომელიც ალიანსის განცხადებით, ამ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ჯგუფია. ექსპერტიზის შედეგების პრეზენტაციას თბილისში პოლიტიკური ძალების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგნაზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერთა განცხადებით, ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ”იმედის” ხელმძღვანელების საუბარი არა ფაბრიკაცია, არამედ რეალობაა და ის საქართველოშია ჩაწერილი. ალიანსი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა საქმის სამართლებრივ დონეზე გამოძიების საფუძველს ქმნის და ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ყველა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად და სამართლებრივი პროცედურის შესასრულებლად ხელმომწერები რწმუნებას სახალხო დამცველის ოფისის მიერ ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენად შერჩეულ ადვოკატს დავით ებრალიძეს აძლევენ. ”ალიანსის საქართველოს” ლიდერთა განცხადებით, ისინი მიმართავენ ყველა ზომას, რათა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ”იმედის” გადაცემის სხვა შემომქმედებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.
XS
SM
MD
LG