Accessibility links

logo-print

ამერიკელი სენატორი რუსეთის ციხეში პატიმრის სიკვდილის გამო სავიზო სანქციების შემოღების მოწოდებით გამოდის


ამერიკელმა სენატორმა დღეს ვაშინგტონს მოუწოდა გაუუქმოს შეერთებული შტატების ვიზებზე დაწესებული პრივილეგიები რუსეთის 60 ოფიციალურ პირს და კიდევ სხვებს, გასულ წელს რუსეთის ციხეში ფონდ „Hermitage Capital“-ის ადვოკატის სიკვდილის გამო. ამ მოწოდებით მერილენდელი დემოკრატი, სენატორი ბენიამინ კარდინი გამოვიდა, რომელიც სათავეში უდგას ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფს - შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიას. მან სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს მიმართა თხოვნით, გაუუქმოს სავიზო პრივილეგიები სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან კავშირში ბრალდებულ პირებს. უფლებადამცველების მონაცემებით, იმისთვის, რომ Hermitage Capital-თან ბრძოლის პროცესში მათთვის სასურველ ჩვენებაზე დაეყოლიებინათ, რუსეთის ოფიციალურმა პირებს მაგნიტსკი ისეთ პირობებში ჰყავდათ მოთავსებული, რომელიც წამებას უდრიდა.
XS
SM
MD
LG