Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავდასხმისას გაეროს თანამშრომლები „მეგობრულმა ცეცხლმა“ დახოცა


გაეროს ანგარიშის თანახმად, ქაბულში შარშან მის სასტუმროზე თავდასხმისას, მისი თანამშრომლები შეიძლება ავღანეთის უშიშროების ძალების მიერ იქნა დახოცილი შეცდომით. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ქაბულში თავდასხმის დროს, გაეროს ხუთიდან ოთხი თანამშრომელი შეიძლება, ეგრეთწოდებული „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად დაიხოცნენ. თავდასხმა გაეროს სასტუმროზე შარშან, 28 ოქტომბერს მოაწყვეს ავღანეთის პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მეამბოხეებმა. ანგარიშიდან ჩანს, რომ გაეროს უშიშროების დაცვაში იყო არაერთი დეფექტი, ხოლო გაეროსა და საერთაშორისო ძალებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია.
XS
SM
MD
LG