Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანამის ყოფილი დიქტატორი ამერიკის ციხიდან საფრანგეთში გადაიყვანეს


პანამის ყოფილი დიქტატორი მანუელ ნორიეგა აშშ-დან საფრანგეთის ციხეში გადაიყვანეს. ამერიკის ციხეში ნორიეგა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. მისი საფრანგეთში ექსტრადიციის შესახებ განკარგულებას ხელი სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოაწერა. ნორიეგა 1999 წელს აშშ-ში გაასამართლეს ნარკოტიკებით ვაჭრობის წახალისებისთვის. საფრანგეთში კი დაუსწრებლად მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ფულის გათეთრებისთვის. ახლა მას საფრანგეთში ახალი პროცესი ელის. პანამის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაგებით ეკიდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, თუმცა, კვლავაც ეცდება ნორიეგას პანამაში დაბრუნებას, სადაც მას პოლიტიკურ მკვლელობებში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG