Accessibility links

logo-print

მედვედევი ირანს აკრიტიკებს


მოსკოვი არ გამორიცხავს ირანის მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობას, თუკი ვითარება თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არ შეიცვლება. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. დანიის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სანქციებმა არ უნდა ავნოს მშვიდობიან მოსახლეობას. მედვედევმა უპასუხისმგებლო უწოდა ირანის დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წაყენებული მოთხოვნების მიმართ.
XS
SM
MD
LG