Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” პენტაგონს ერაყში ჟურნალისტთა მკვლელობების გამოძიებისკენ მოუწოდებს


”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” მოუწოდებს პენტაგონს გამოიძიოს ერაყში, ამერიკელ სამხედროთა მიერ ჟურნალისტების მკვლელობის საქმეები. კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოელ საიმონმა წერილობით მიმართა აშშ თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს. წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკელ სამხედროთა მიერ ერაყში 16 ჟურნალისტი და 3 ასისტენტია მოკლული. ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” გამოაქვეყნა ”დაუსჯელობის ინდექსი 2010” - ეს არის ქვეყნების სია, სადაც ჟურნალისტები ყველაზე ხშირად იღუპებიან და მთავრობები არ იძიებენ საქმეებს. სიაში პირველ ადგილზე ერაყია - ჟურნალისტთა მკვლელობის 88 გამოუძიებელი საქმით.
XS
SM
MD
LG