Accessibility links

logo-print

უკრაინის ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი რუსეთთან შეთანხმების რატიფიკაციას აპროტესტებს


”ინტერფაქსის” ცნობით, უკრაინის ოპოზიციური ფრაქციები პარლამენტის სხდომათა დარბაზს ტოვებენ, მას შემდეგ, რაც დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ განხილვის გარეშე დაუჭირა მხარი რუსეთთან შეთანხმების რატიფიკაციას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში 2042 წლამდე დატოვების შესახებ. ათი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა რადის შენობასთან რუსეთთან შეთანხმების გამო პროტესტის გამოსახატავად.
XS
SM
MD
LG