Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ექს-პრეზიდენტ ბაკიევის ექსტრადიციას მოითხოვს


ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს მკვლელობის ორგანიზების და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებები დაუსწრებლად წარუდგინეს. დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აზიმბეკ ბეკნაზაროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წარდგენილი ბრალდებები ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადიციის საფუძველს ქმნის, ამიტომ სამართალდამცავ სტრუქტურებს დაევალა ბელორუსიის ხელისუფლებას ბიშკეკისთვის ბაკიევის გადაცემის თხოვნით მიმართონ. დღესვე ყირგიზეთის საზოგადოებრივმა ფონდმა ”ჩვენმა უფლებამ” სამართალდამცავებს მიმართა, ექს-პრეზიდენტ ბაკიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მრავალცოლიანობის გამო აღძრას. თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ოფიციალური ბრალდება წარედგინა ყირგიზეთის შს-თა ყოფილ მინისტრს კონგანტიევს, რომელიც რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვში დააკავეს და ბიშკეკს გადასცეს
XS
SM
MD
LG