Accessibility links

logo-print

პუტინი მიიჩნევს, რომ ყირიმში სამხედრო ფლოტის დისლოცირებისთვის საკმაოდ ძვირს იხდის


რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ყირიმში სამხედრო ფლოტის დისლოცირებისთვის მოსკოვი საკმაოდ ძვირს იხდის. ”ამ თანხად თქვენი პრეზიდენტის შეჭმა შემეძლო” - განუცხადა კიევში ჟურნალისტებს ვლადიმირ პუტინმა და შეახსენა, რომ 10 წლის განმავლობაში საიჯარო თანხა 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. პუტინის თქმით, ამ ფულით რუსეთი რამდენიმე ბაზას ააშენებდა, თუმცა მოსკოვითვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ფინანსური მხარე, არამედ უკრაინასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, რაც ნდობის ხარისხს გაზრდის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფლოტის თემა არაერთხელ განუხილავს უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოსთანაც, რომლის მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა არ ყოფილა და პრობლემას მხოლოდ ფასი ქმნიდა.
XS
SM
MD
LG