Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პარლამენტის გადაწყვეტილებას სამხედრო უზურპაცია უწოდა


უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინის რადის დღევანდელ გადაწყვეტილებას სამხედრო უზურპაცია უწოდა და განაცხადა, რომ მოვლენათა მსგავსი განვითარება ხელს საზოგადოების და ოპოზიციის კონსოლიდაციას შეუწყობს. დღესვე ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებასთან საბრძოლველად რეგიონებში მოსახლეობის მობილიზაციას იწყებს.
XS
SM
MD
LG