Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთს სტიქიამ კვლავ შეუტია


გადაუღებელი წვიმების შედეგად, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მეწყერი ჩამოწვა. დაინგრა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. რეგიონში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია. სტიქიამ საფრთხე შეუქმნა ყვარლის რაიონსაც. ადიდებულმა მდინარე ინწობამ თელავი–ყვარელის საავტომობილო გზის ენისელის მონაკვეთზე ხიდის საყრდენი დააზიანა. მდინარე ადიდებულია სოფელ საბუეშიც. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები.
XS
SM
MD
LG