Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ირანს აკრიტიკებს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ირანი გააკრიტიკა, ბირთვული პროგრამის საკითხში მისი მოქმედების გამო. მედვედევმა დანიის ტელევიზიასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მოსკოვი შესაძლოა, მიემხროს გაეროს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, ყველა სხვა ზომის ამოწურვის შემთხვევაში. მედვედევმა განმეორებით განაცხადა ისიც, რომ სანქციების გამკაცრებამ არ უნდა დააზარალოს ირანის მოსახლეობა. შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცედლობაში ადანაშაულებენ. რუსეთს ასეთი ბრალდება არ გამოუთქვამს, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს, ირანმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ნდობის აღდგენაზე იზრუნოს.
XS
SM
MD
LG