Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტი უშიშროების ფედერალური სამსახურის უფლებამოსილების გაზრდაზე მსჯელობს


რუსი კანონმდებლები განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც უშიშროების ფედერალური სამსახურის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, უშიშროების სამსახურის მუშაკს შეეძლება მოქალაქის დაბარება არაოფიციალურ შეხვედრაზე, შეეძლება აგრეთვე ანტისამთავრობო საქმიანობაში მონაწილეობის საწინააღმდეგოდ წერილობითი გაფრთხილების გავრცელება და იმ პირების დაჯარიმება, ან დაპატიმრება, ვინც მას არ დაემორჩილება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის ნაწილად ცხადდება, შაბათს წარუდგინეს სახელმწიფო სათათბიროს.
XS
SM
MD
LG