Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურისგან ”მოდელირებული ქრონიკის” დამკვეთებზე, ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე პასუხისმგებლობის დააკისრებას ითხოვენ


არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი მოძრაობების ნაწილმა პროკურატურისგან მოითხოვა დროულად და ობიექტურად დაადგინოს ტელეკომპანია ”იმედის” ”მოდელირებული ქრონიკის” დამკვეთების, ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა და მათ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისროს. სამოქალაქო სექტორის მიმართვა მოჰყვა ბრიტანელი ექსპერტების დასკვნას, რომელიც ”ალიანსმა საქართველოსთვის” ორშაბათს გამოაქვეყნა. ამ დასკვნით ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელების სატელეფონო საუბრის ინტერნეტით გავრცელებული ცნობილი ჩანაწერი ავთენტიკურია. სამოქალაქო სექტორმა ასევე მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამ საქმის დეტალები სრულად და ობიექტურად გააშუქოს, დიპლომატიურ კორპუსს კი სთხოვა, ყველა ზომას მიმართოს, რათა ხელისუფლებამ სიმართლის უმოკლეს ვადაში დადგენას ხელი ვერ შეუშალოს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ”იმედის” გადაცემის ყურების შემდეგ გარდაცვლილი გაიოზ ოდიშელიძის ოჯახი ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს.
XS
SM
MD
LG