Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ერაყის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებს მოუწოდებს მორიგდნენ


აშშის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, დღეს მოუწოდა ერაყის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებს, გვერდზე გადადონ აზრთა სხვადასხვაობა და სწრაფად შექმნან მთავრობა. კლინტონმა მოუწოდა ერაყელ პოლიტიკოსებს, პატივი სცენ 7 მარტის არჩევნების შედეგებს, „ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებისთვის“. კლინტონის ეს შენიშვნები მოჰყვა ერაყში ორი გამარჯვებული კანდიდატის დისკვალიფიკაციას, რაც ახალი მმართველი კოალიციის შექმნას გართულებას მოუტანს.
XS
SM
MD
LG