Accessibility links

"სიღარიბე ბედისწერა არ არის" - საქართველოს პრეზიდენტი მილკენის ინსტიტუტში


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი გედმინი ესაუბრება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი გედმინი ესაუბრება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის კვლევის არაკომერციული, დამოუკიდებელი ცენტრის, მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა. სააკაშვილის გამოსვლის მოდერატორი იყო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი, ხოლო საუბრის თემა - "სიღარიბე ბედისწერა არ არის".

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკური რეფორმებზე. მან ასევე წარმოადგინა "თავისუფლების აქტი", რომლის ძირითად პრინციპებს შორის ჩამოთვალა: თავისუფლება, რომელიც გამოიხატება მთავრობის მიერ ეკონომიკის ლიმიტირებულად მართვაში; ცოტა, დაბალი და მყარი გადასახადები; სახელმწიფოს ჩარევისა და ბიუროკრატიული მითითებებისგან თავისუფალი ეკონომიკა; თანაბარი შესაძლებლობის მიცემა ყველასთვის და სხვა.

ჯეფრი გედმინის პირველი შეკითხვა შეეხებოდა საქართველოს მენტალურ გარდასახვას. პასუხად სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საბჭოთა სახელმწიფოს შესახებ. ახსენა, რომ საბჭოთა მართვის სტილი ემყარებოდა ტყუილს და ორმაგ მიდგომას.

დასასრულ, საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG