Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ევროს მოქმედების ზონის სტაბილურობაზე კვლავაც იმუშავებს


ევროკომისიის ხელმძღვანელი, ჟოზე მანუელ ბაროზუ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპის ცენტრალური ბანკი კვლავ ძალღონეს არ იშურებენ ევროს მოქმედების ზონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად - მიუხედავად შეშფოთებისა, რომ საბერძნეთის ვალების კრიზისი შეიძლება გავრცელდეს. მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე დღეს ვარდნა აღირიცხა. დოლართან მიმართებით ევრო წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები დღეს ბერლინში უნდა ჩავიდნენ, რათა შეეცადონ გერმანიის დაყოლიებას, სწრაფად შეიტანოს თავისი წილი საბერძნეთის დახმარების პაკეტში, რომელიც მთლიანად 45 მილიარდ ევროს უტოლდება.
XS
SM
MD
LG