Accessibility links

logo-print

დმიტრი მედვედევი დანიას სტუმრობს


რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით დანიაში იმყოფება. ის იქ სამშაბათს ნორვეგიიდან ჩავიდა. მედვედევი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენს და დედოფალ მარგრეთს. მედვედევის ვიზიტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაა. ეს ურთიერთობა 8 წლის წინ დაიძაბა - დანიამ უარი თქვა ჩეჩენი მეამბოხის რუსეთში ექსტრადიციაზე, რის გამოც მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა.
XS
SM
MD
LG