Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატა უკრაინასთან შეთანხმებას დაამტკიცებს


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს უკრაინასთან დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იჯარა გაუხანგრძლივდა ყირიმში განთავსებულ რუსეთის საზღვაო ბაზას. ფედერაციის საბჭოში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ხელშეკრულების რატიფიკაცია განხორციელდა როგორც რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, ისე უკრაინის პარლამენტში. რუსეთის სათათბიროში ტექსტი ერთხმად მიიღეს, მაგრამ უკრაინის პარლამენტში გამართულ კენჭისყრას თან დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა ახლდა. ათასობით ადამიანი პარლამენტის შენობის გარეთ მართავდა საპროტესტო აქციას. უკრაინის პოლიტიკური ოპოზიცია შეთანხმებას გმობს და მას ეროვნული ინტერესების ღალატად აფასებს.
XS
SM
MD
LG