Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობის სხდომა თელავში გაიმართა


კახეთის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით იმსჯელა საქართველოს მთავრობამ, რომლის სხდომა თელავში გაიმართა. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გაიცემა 130 მილიონი ლარი, რომლის ნაწილი ახმეტა-თელავი-გომბორის საავტომობილო გზის მშენებლობის, ნაწილი კი, სტიქიით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისთვის დაიხარჯება. დღესვე საქართველოს მთავრობას კავკასიის გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა მოუწოდა, მდინარე დურუჯის პრობლემით დაინტერესდეს, რადგან ჯებირი სრულადაა დაზიანებული და თელავს დატბორვის სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
XS
SM
MD
LG