Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ტაილანდში არეულობას 1 ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაიჭრა 18 ადამიანი


გავრცელებული ცნობებით, 1 ჯარისკაცი დაიღუპა და 18 პირი დაიჭრა ბანგკოკში, უსაფრთხოების ძალებსა და ანტი-სამთავრობო ჯგუფ „წითელ პერანგებს“ შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. ჯარისკაცს თავში ესროლეს დაძაბული კონფრონტაციის დროს - მაშინ, როდესაც ასობით ჯარისკაცმა და პოლიციელმა ალყა შემოარტყა აქციის დაახლოებით 2,000 მონაწილეს, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში თავიანთი გამაგრებული საპროტესტო აქციიდან მოდიოდნენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ ესროლა ჯარისკაცს. ტაილანდში უკვე 7 კვირაა პოლიტიკური კრიზისია შექმნილი. ამ კრიზისმა პიკს 10 აპრილს მიაღწია - შეტაკებების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 900 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG