Accessibility links

logo-print
შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მიმართ პოლიტიკის ხელახალი დატვირთვის კურსის ინიცირებას თავის დროზე კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, მათ შორის - ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განლაგების გეგმის შეცვლა. თავად ევროპას რაც შეეხება, ენერგეტიკული პროექტებისა და ”მისტრალის” ისტორიის ფონზე რუსეთის მიმართ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შეცვლის ტალღა გაგრძელდა უკრაინაში და, როგორც ბევრი ვარაუდობს, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შერბილებისკენ მიდის პოლონეთი 10 აპრილის ტრაგედიის შემდეგ. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა საქართველოზე, მის ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ზოგადად, მომავალზე? ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მოვიწვიეთ ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი.
XS
SM
MD
LG