Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ფულე სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს


ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ სამხრეთ კავკასიაში თავისი ვიზიტის შესახებ მოუთხრო ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.
საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკების შესახებ საუბრისას ფულემ აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ხაზგასმით უთხრა, დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში რაოდენ საჭირო და მნიშვნელოვანია საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების დაცვა, რეალური პოლიტიკური პლურალიზმი, დინამიური სამოქალაქო საზოგადოება და ღია მედია-გარემო. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ უნდა გამოასწორონ თანხვედრის არარსებობა ერთი მხრივ დემოკრატიის განმტკიცებისთვის განხორციელებულ მცდელობებს, მეორე მხრივ კი საზოგადოებაში ჩართულობის და პლურალიზმის ნაკლებობას შორისო“ - თქვა შტეფან ფულემ.
XS
SM
MD
LG