Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამგზავრო მიკროავტრობუსის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა


ავღანეთში გზის პირას ჩადებულ ბომბზე სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, ექვსი სამოქალაქო პირი. აფეთქება პაკისტანის საზღვრის მახლობლად, ხოსტის პროვინციაში მოხდა. გაეროს ინფორმაციით, ძალადობას ავღანეთში ყოველ წელს 2000-მდე სამოქალაქო პირის სიცოცხლე ეწირება, უმრავლეს შემთხვევაში, თალიბანთან დაკავშირებული მეამბოხეების იერიშების შედეგად. სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში დღეს ადგილობრივი ლიდერი მოკლეს უცნობმა თავდამსხმელებმა.
XS
SM
MD
LG