Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საწვავის მოხმარება შემცირდა


ეკონომიკური კრიზისით იხსნება ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოში ბენზინის მოხმარება შემცირდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირი იუწყება. ორგანიზაციის გათვლით, წელს იანვარ-მარტში საქართველოში 18%-ით ნაკლები საწვავის იმპორტი განხორციელდა, ვიდრე შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში. თუმცა, შემცირდა მხოლოდ ბენზინის მოხმარება, რომელიც სიძვირის გამო მომხმარებელმა, განსაკუთრებით, ტაქსების მფლობელებმა ბუნებრივი აირით ჩაანაცვლეს. დიზელის მოხმარება კი გაძვირების მიუხედავად, გაიზარდა. თუმცა, ამან ზოგადად ნავთობპროდუქტების მოხმარების კლება მაინც ვერ შეაჩერა.
XS
SM
MD
LG