Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ვალებით გამოწვეული კრიზისი სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ პაპანდრეუ შიშობს, რომ საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისი შესაძლოა, „კატასტროფული“ აღმოჩნდეს ევროპისა და გლობალური ეკონომიკისთვის. „არ შეიძლება დავუშვათ, რომ პატარა ხანძარი გავრცელდეს - პატარა ხანძარი იმის გამო, რომ საბერძნეთზე ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის სულ 2-3 პროცენტი მოდის. ეს სახიფათო იქნებოდა საბერძნეთისთვის, დააზარალებდა საბერძნეთს და ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ დავზარალდით. მაგრამ ეს შესაძლოა, კატასტროფული იყოს ევროპის კავშირისა და მსოფლიოსთვის“, - განაცხადა პაპანდრეუმ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს. სულ უფრო დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საბერძნეთის ვალებით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს კიდევ 15 ქვეყნის ეკონომიკაზე, რომლებიც ევროთი სარგებლობენ. ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტი შეიმუშავეს. ყველაზე დიდი წილი გერმანიაზე მოდის, მაგრამ კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება საბერძნეთს, თუ ის ხარჯების დაზოგვის დამაჯერებელ და რეალისტურ გეგმას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG