Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის პროექტს


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ხარჯების გაზრდა და უცხოეთიდან მორიგი კრედიტების მიღება უკავშირდება. უკრაინის პარლამენტის მიერ ოთხშაბათს დამტკიცებული კანონ-პროექტით, 2010 წელს ხარჯები 41 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თითქმის 19 პროცენტით აღემატება 2009 წლის ხარჯებს. ბიუჯეტის დაშვებული დეფიციტია 7,3 მილიარდი დოლარი, ანუ 2010 წლის მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,3 პროცენტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, აუცილებელი იყო ბიუჯეტის დეფიციტის არაუმეტეს 6 პროცენტით განსაზღვრა სავალუტო ფონდის მორიგი კრედიტების მისაღებად. სავალუტო ფონდმა 2009 წლის ოქტომბერში გაყინა უკრაინისთვის განსკუთვნილი საგანგებო კრედიტი იმ მიზეზით, რომ უკრაინა არ იყო მზად, შეეკვეცა ბიუჯეტის დეფიციტი და გაეუქმებინა სახალმწიფო სუბსიდიები ენერგომომარაგებაზე.
XS
SM
MD
LG