Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი აღარ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას


”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი აღარ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენისას ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ალიანსმა თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურად დატოვა, რათა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად განსაზღვროს. თავად სოზარ სუბარის განმარტებით, ის და ალიანსი შეთავაზების ერთგული რჩებიან და კვლავ მიიჩნევენ, რომ გამარჯვების ფორმულა შეთანხმებაა. ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ბრძოლის წინა ხაზზე აქტიურ პოზიციებზე რჩება.
XS
SM
MD
LG