Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები რელიგიური უფლებების უხეშად დამრღვევ 13 ქვეყანას ასახელებს


საუდის არაბეთი, ერაყი და უზბეკეთი არიან იმ 13 ქვეყანას შორის, რომლებსაც შეერთებული შტატების სამთავრობო კომისია რელიგიური თავისუფლების უხეშად დამრღვევებად მიიჩნევს. შეერთებული შტატების რელიგიის თავისუფლების კომისიის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიურ თავისუფლებას მზარდ საფრთხეს უქმნის ზოგი მთავრობა. 13 მთავარ დამრღვევს შორის არის გასული წლის სიაში შეყვანილი ყველა, რვავე ქვეყანა: ბირმა, ჩინეთი, ერითრეა, ირანი, ჩრდილოეთი კორეა, საუდის არაბეთი, სუდანი და უზბეკეთი. წელს სიას დაემატნენ ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, თურქმენეთი და ვიეტნამი. კომისიის ანგარიშში გაკრიტიკებულია აგრეთვე ვაშინგტონის ამჟამინდელი და ყოფილი ადმინისტრაციები იმის გამო, რომ საკმარის ზომებს არ მიმართავენ ძირითადი რელიგიური უფლებების უნივერსალობის უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG