Accessibility links

სუბარი არჩევნებში კანდიდატი აღარაა


სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი აღარ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას.

თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენისას ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ალიანსმა თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურად დატოვა, რათა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად განსაზღვროს.

თავად სოზარ სუბარის განმარტებით, ის და ალიანსი შეთავაზების ერთგული რჩებიან და კვლავ მიიჩნევენ, რომ გამარჯვების ფორმულა შეთანხმებაა. ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ბრძოლის წინა ხაზზე აქტიურ პოზიციებზე რჩება.
XS
SM
MD
LG