Accessibility links

logo-print

ბებრისციხის ჩრდილოეთი კედელი დაინგრა


მცხეთაში, ბებრისციხესთან ჩამოწოლილმა მეწყერმა უძველესი ძეგლის ჩრდილოეთი კედელი დაანგრია. მსგავსი საფრთხის წინაშეა ციხის სხვა კედლებიც. სტიქიის გამო დაზიანებულ ბებრისციხეზე დილიდან მუშაობენ არქიტექტორები, რესტავრატორები და გეოლოგები. ძეგლის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს კულტურის მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი. ბებრისციხის აღდგენისა და მისი გადარჩენის პრევენციული სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.
XS
SM
MD
LG