Accessibility links

logo-print

პატარკაციშვილის ოჯახი ქმნის მასმედიის მხარდამჭერ ფონდს


ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ქმნის მასმედიის თავისუფლების მხარდამჭერ ფონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დონალდ მაკლარენი უხელმძღვანელებს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მედიის თავისუფლება გადამწყვეტია. ბრიტანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ფონდს არანაირი პოლიტიკური მოტივი არ ექნება და მისი მიზანი მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკის მხარდაჭერა იქნება. ფონდი, რომელსაც ქართველი და უცხოელი წევრებით დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, წარდგენილ მედიაპროექტებს განიხილავს და დაფინანსების გადაწყვეტილებებს მიიღებს.
XS
SM
MD
LG