Accessibility links

logo-print

ბაღაფში აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლებს არ შეუშვებს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლებს არ შეუშვებს, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. სოხუმში, რუს ჟურნალისტებს სერგეი ბაღაფშმა დღეს განუცხადა, რომ ევროკავშირის, ან გაეროს მეთვალყურეები უნდა იმყოფებოდნენ იმ ადგილას, საიდანაც შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე მომდინარეობს. ბაღაფშის თქმით, ბოლო 20-მა წელმა დაადასტურა, რომ მსგავსი ადგილი საქართველოს ტერიტორიაა. ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა უკრაინის და ბელორუსიის მიერ აფხაზეთის აღიარებას რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა, თუმცა, დასძინა, რომ ამ მხრივ, ფრთხილი ოპტიმიზმი აქვს. სერგეი ბაღაფშმა რუს ჟურნალისტებს დღეს ისიც აცნობა, რომ შსს-ს თანამშრომლებს რუსეთის სანომრე ნიშნიანი ავტომობილების გაჩერება აუკრძალა და ამ ბრძანების დარღვევის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, რუსი ტურისტების მიერ აფხაზეთში დახარჯული თანხა ბიუჯეტს ავსებს და სამართალდამცავთა ხელფასსაც ხმარდება.
XS
SM
MD
LG