Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებრალიძემ საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვაზე უარი თქვა


“ეროვნული საბჭოს” ლიდერებმა კახა კუკავამ და კობა დავითაშვილმა რუსეთში ვიზიტის შედეგები თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. კობა დავითაშვილის განცხადებით, ქართულ-რუსული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობა შესთავაზეს ალექსანდრე ებრალიძეს, რომელმაც მათი რჩევა გაითვალისწინა და პარტიის შექმნასა და საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვაზე უარი თქვა. დავითაშვილის თქმით, ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები რუსეთში დაფინანსების მისაღებად არ ჩასულან, თუმცა, ებრალიძის მიერ დაფინანსებული ჯგუფი მეთვალყურეობას მაისის არჩევნებს გაუწევს.
XS
SM
MD
LG