Accessibility links

logo-print

შვილად აყვანის საკითხში აშშ-ის დელეგაცია მოსკოვს ეწვია ახალ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად


შვილად აყვანის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია მოსკოვს ეწვია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკებების მიზანია განიმუხტოს ამ საკითხში დაძაბულობა, რომელიც 7 წლის არტიომ საველიევის სახელს უკავშირდება. რუსი ბიჭუნა, მარტო, თვითმფრინავით გააგზავნა რუსეთში მისმა ამერიკელმა დედობილმა, რომელსაც აყვანილი ბავშვი აღარ სურდა. ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთმა შეერთებულ შტატებში გაშვილებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა ბავშვთა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა, პაველ ასტახოვმა, ის მოელის, რომ მხარეები ახალ შეთანხმებას მიაღწევენ შვილად აყვანის საკითხზე. ასტახოვის თქმით, მხარეების შემდეგი შეხვედრა 12 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG