Accessibility links

logo-print

წითელი ჯვარი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაკარგულ 47 ადამიანს ეძებს


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, ის ეძებს 47 ადამიანს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. წითელმა ჯვარმა განაცხადა, რომ დაკარგულ პირთა ძებნის კოორდინაციის მიზნით, მან დღეს შეხვედრა გამართა რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის მახლობლად გაიმართა. ნათელი არ არის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთაგან რამდენია მიჩნეული სავარაუდოდ დაღუპულად.
XS
SM
MD
LG