Accessibility links

logo-print

ევროკომისრის განცხადებით, საბერძნეთის დახმარების პაკეტზე შეთანხმება რამდენიმე დღეშია მოსალოდნელი


ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირი მალე მიაღწევს შეთანხმებას საბერძნეთისთვის განკუთვნილი საგანგებო დახმარების დეტალებზე. ევროკომისარმა ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებში, ოლი რენმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა რწმენა, რომ დახმარების პაკეტზე მოლაპარაკება მომავალ დღეებში დასრულდება. „მოლაპარაკების შედეგი იქნება მრავალწლიანი პროგრამა, მიმართული ფისკალური, ისევე როგორც სტრუქტურული რეგულირებისაკენ“, დასძინა ევროკომისარმა. დღესვე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც საბერძნეთს, დახმარების მისაწოდებლად, მკაცრ პირობებს უყენებს, ბერლინში განაცხადა, რომ დახმარებას გამოჰყოფენ, როგორც კი საამისო პირობები შესრულდება. საბერძნეთისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტში უდიდესი წილი სწორედ გერმანიაზე მოდის. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ტრიშემ დღეს ევროზონის წევრებს მოუწოდა, სწრაფად შეთანხმდნენ დახმარებაზე საბერძნეთისთვის, რათა შეაჩერონ ვალებით გამოწვეული კრიზისის სხვა ქვეყნებზე გავრცელების საფრთხე.
XS
SM
MD
LG