Accessibility links

მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობი ამერიკას უტევს


მექსიკის ყურეში დიდი რაოდენობით ჩაღვრილი ნავთობი მისისიპის მიუახლოვდა. ყველაზე დიდი საფრთხე შტატ ლუიზიანას ელის. იქ საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ოფიციალური პირები კი ფინანსურ დახმარებას ითხოვენ, რათა მათ ტერიტორიის გაწმენდა მოახერხონ. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, ხელისუფლებამ ყველა რესურსი, მათ შორის სამხედროც, უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს: ”გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ბრიტიშ პატროლიუმია. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძლელებს ყველა რესურსის გამოყენებას, თავდაცვის დეპარტამენტის ჩათვლით, რათა ინციდენტი ამოიწუროს”, თქვა ობამამ.
XS
SM
MD
LG