Accessibility links

მერაბ ჩიგოევი: უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ეროვნების შვიდი მოქალაქე ქართული ძალოვანი სტრუქტურების მიერაა დაკავებული


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მთავრობის წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა დღეს სააგენტო რესს განუცხადა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ოსი ეროვნების მინიმუმ შვიდი მოქალაქე ქართული ძალოვანი სტრუქტურების მიერაა დაკავებული. ჩოგოევის ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა უარყო. მან სააგენტო ჯიეიჩენს განუცხადა, რომ ოსური მხარის მიერ დასახელებული პირების შესახებ სამართალდამცავები ინფორმაციას არ ფლობენ. უტიაშვილის თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით გამართული შეხვედრისას გადაწყდა, რომ ამ ორგანიზაციის და ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენელთა მონაწილეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად ერთობლივი კომისია შეიქმნება. წითელი ჯვრის ორგანიზებით, რიგით მესამე შეხვედრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ კნოლევში ხუთშაბათს გაიმართა. ამავე ფორმატით მხარეები თებერვალსა და მარტში ერთმანეთს შვეიცარიაში შეხვდნენ, რის შედეგადაც საერთო ჯამში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 47 ადამიანის სია შეადგინეს.
XS
SM
MD
LG