Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფლება"-ს თბილისის მერის პოსტზე კანდიდატი არ ეყოლება


კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, თბილისის მერის პოსტზე კანდიდატი არ ეყოლება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, "თავისუფლება" მზად იყო ოპოზიციური ერთობის შემთხვევაში, ამბიციები დაეთმო და მხარი მერობის საერთო კანდიდატისთვის დაეჭირა, რადგან მმართველი გუნდის დამარცხება რეალური მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო. ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თუ ერთობა შედგება, ”თავისუფლება” მზად არის თბილისის მერის პოსტზე მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭიროს. კონსტანტინე გამსახურდიას პარტიამ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის დღეს წარადგინა 59-წევრიანი პარტიული სია, რომლის პირველი ნომერი სანდრო ბრეგაძეა.
XS
SM
MD
LG