Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანხაიში „ექსპო-2010“ გაიხსნა


დღეს ჩინეთში, შანხაიში მსოფლიო გამოფენა „ექსპო-2010“ გაიხსნა. ჩინეთის მთავრობამ მილიონობით დოლარი დახარჯა იმისათვის, რომ სრულიად შეეცვალა ინფრასტრუქტურა და ტერიტორია გიგანტურ საგამოფენო ცენტრად გადაექცია. გამოფენის გახსნის ცერემონიას რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, მათ შორის საფერანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები - ნიკოლა სარკოზი და დმიტრი მედვედევი. წლევანდელი „ექსპოს“ ყურადღების ცენტრშია ურბანიზაციის გამოწვევები. შანხაი, რომელშიც 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოს ათ უდიდეს ქალაქს შორისაა.
XS
SM
MD
LG