Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ათობით ახალგაზრდა დააპატიმრეს


ათობით ახალგაზრდა დააპატიმრეს ბაქოში, სადაც ისინი დღეს დილას შეეცადნენ შარშან ნავთობის სახელმწიფო აკადემიაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემი აქცია გაემართათ. 2009 წლის 30 აპრილს აკადემიის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა სტუდენტებსა და პედაგოგებს. დაიღუპა 12 ადამიანი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, დღეს პოლიციამ ნავთობის აკადემიისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა, როცა სტუდენტები შეეცადნენ ყვავილები მიეტანათ შენობასთან.
XS
SM
MD
LG